სახაზინო კოდები

სახაზინო კოდები - სახაზინო კოდი გამოიყენება ბიუჯეტში კუთვნილი გადასახადების გადასახდელად, რომელიც განსხვავებულია გადასახადების სახეებისა და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. იგი წარმოადგენს ცხრანიშნა სიმბოლოს, რომელშიც:
– პირველი ციფრი განსაზღვრავს გადასახადის ამკრეფს
– მეორედან მეხუთე ციფრი – თვითმმართველობის ერთეულს
– მეექვსედან მეცხრე ციფრი – გადასახადის სახეს

მაგალითად:

თუ თქვენ ხართ თბილისში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და გსურთ გადაიხადოთ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, თანხის გადახდა უნდა განახორციელოთ შემდეგ სახაზინო კოდზე – 100771004

1 (საგადასახადო ორგანო) 0077 (თბილისი) 1004 (საშემოსავლო გადასახადი მეწარმე ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლიდან)